ოპოზიციისთვის ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ოპოზიციისთვის დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა. ეს ადამიანები უფრო მეტ მარაზმში და ფანტაზიაში გადაიჭრებიან. ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ყველამ თავი უნდა დაანებოს და ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ახლა ეს ადამიანები გაშმაგებით ამერიკულ დიპლომატიას იწუნებენ და ტრამპის ადმინისტრაციას უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. საქართველოს ინტერესების დაცვა ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ადამიანები აზიანებენ მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.