თვითმფრინავი, რომელიც ახორციელებს რეისს A47107 მოსკოვი - თბილისი, ტექნიკური პრობლემის გამო ბრუნდება გაფრენის აეროპორტში - ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია "აზიმუტი" ავრცელებს.
"Azimuth Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც 2025 წლის 19 თებერვალს ახორციელებს რეისს A47107 მოსკოვი-თბილისი, ტექნიკური პრობლემის გამო ბრუნდება ვნუკოვოს გაფრენის აეროპორტში.
მგზავრები თბილისში Azimuth Airlines-ის სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ." - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.