თეთრი სახლი აქვეყნებს იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებასაც შტატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აპირებს.

აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისია. გარდა ამისა, აშშ გეგმავს უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დატოვებასაც.

ტრამპის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

"აღნიშნული გასვლა ამერიკელებისთვის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიცემულ პირობას შეესაბამება: ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტური ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია პირველ ადგილზე ყოველთვის დააყენებს ამერიკასა და ამერიკელებს“, - დაწერა მარკო რუბიომ.