საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა  ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თამარ ბაგრატიონი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 პირველმა ლედიმ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

 „ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.