ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს.
"ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შემოტანის შეთქმულებაში, ყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
მათ მალე ამერიკული მართლმსაჯულების რისხვა დაატყდებათ თავს ამერიკულ სასამართლოებში. მთელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის სახელით პასუხისმგებლობის მოთხოვნის გამბედაობისთვის და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს მამაც სამხედროებს, რომლებმაც წარმოუდგენელი და უაღრესად წარმატებული მისია ჩაატარეს ამ ორი სავარაუდო საერთაშორისო ნარკოტრეფიკერის დასაჭერად." - წერს პამელა ბონდი X-ზე.
Nicolas Maduro and his wife, Cilia Flores, have been indicted in the Southern District of New York. Nicolas Maduro has been charged with Narco-Terrorism Conspiracy, Cocaine Importation Conspiracy, Possession of Machineguns and Destructive Devices, and Conspiracy to Possess…
— Attorney General Pamela Bondi (@AGPamBondi) January 3, 2026




