საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის და სხვა ეკლესიების ხატმწერი,  ამირან გოგლიძე გარდაიცვალა. 

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა აღიარებული ხელოვანი, სამების საკათედრო ტაძრის და სხვა ეკლესიების ხატმწერი, ბატონი ამირან გოგლიძე. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველა გულშემატკივარს.

2-3 იანვარს მისი ცხედარი დასვენებული იქნება წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.

გამოსვენება მოხდება შაბათს, 3 იანვარს, 14 საათზე. დაკრძალვა კი, - იმავე დღეს მახათას მთის პანთეონში. - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.