გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ოქტომბრის ბოლომდე 20 000 რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ნავთობპროდუქტებზე, კერძოდ კი ნავთზე ფასების მკვეთრი ზრდაა, რამაც საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია.
ენერგომატარებლებზე. ავიაკომპანია ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობს. აღნიშნული გადაწყვეტილება Lufthansa-ს საშუალებას მისცემს, დაახლოებით 40 000 ტონა საწვავი დაზოგოს და ფინანსური ზარალი შეამციროს.
როგორც BBC იუწყება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო საწვავის ფასი გაორმაგდა, რამაც ბევრი მიმართულება არარენტაბელური გახადა. Lufthansa-მ ძირითადად მოკლე მაგისტრალური რეისები შეამცირა, მათ შორის გერმანიიდან ლუბლიანას (სლოვენია), ტრონჰეიმისა (ნორვეგია) და ვროცლავის (პოლონეთი) მიმართულებით.
ექსპერტების ვარაუდით, ფრენების შეზღუდვა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. „ადრე საწვავის ხარჯი ავიაკომპანიის მთლიანი ხარჯების 25%-ს შეადგენდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 40-45%-მდე გაიზარდა“, — განაცხადა ავიაკომპანია Corsair-ის ხელმძღვანელმა, პასკალ დე იზაგირმა BFM Business-თან ინტერვიუში.




