მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თორია აზიის განვითარების ბანკის (ADB) კვარტალურ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მინისტრების მოადგილეები.

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და დასრულებული პროექტები, შეფასდა მათი განხორციელების ეტაპები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებს, სადაც მხარეებმა იმსჯელეს დაგეგმილ ინიციატივებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.