ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, სანქციები ეხება ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხებზე უხეშ ქცევას.

ჰონგ კონგის ხელმძღვანელი პირების მიმართ სანქციების დაწესებით, ჩინეთი აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. პეკინში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს.

„უცხოურ სანქციებთან ბრძოლასთან დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონის შესაბამისი დებულებების შესაბამისად, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება აშშ-ის კონგრესმენების, ოფიციალურ პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც ცუდად იქცევიან ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, ვუთხრათ ამერიკულ მხარეს, რომ ჰონგ კონგი არის ჩინეთის ჰონგ კონგი და რომ ჰონგ კონგის საქმეები აშშ-ის მხრიდან ჩარევას არ ექვემდებარება. აშშ-ის მხრიდან ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ არასწორ ქმედებას ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციით შეხვდება“, – განაცხადა ლინ ძიანმა.

თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი.