რასაც კონსენსუსი არ სჭირდება, ესაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეჟიმის ცვლილებამდე - მაგრამ აქ ბიძინას ყურებით ყავს დაჭერილიოპოზიცია და ენჯიო სექტორი, და მაგათ აკეთებინებს თავის საქმეს. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საელჩოებთან აქციებს რატომ არ ვატარებთ დასანქცირების მოთხოვნითო. 1. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს ეგ საკითხი ევროკავშირზე აქვს დელეგირებული და არ გააჩნია მექანიზმი - მხოლოდ საქართველოსთვის მექანიზმს არავინ შექმნის.2. ევროკავშირის მიერ სანქციების დაკისრებას სჭირდება კონსენსუსი, რომელიც არ არსებობს - უნგრეთი ბლოკავს. 3. რასაც კონსენსუსი არ სჭირდება, ესაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეჟიმის ცვლილებამდე - მაგრამ აქ ბიძინას ყურებით ყავს დაჭერილიოპოზიცია და ენჯიო სექტორი, და მაგათ აკეთებინებს თავის საქმეს.
ტვინი ვისაც აქვს, გონიერ ადამიანებს უსმენს და კითხვებზე პასუხებს იოლად პოულობს.უტვინოები "ჩელგოს ნუ დაემსგავსებიო" ერთმანეთს უკიჟინებენ (ანუ რეალობას თვალი არ გაუსწოროო) და ფრუსტრაციაში ბღავიან.
და კიდევ ერთი თხოვნა მექნება აღელვებულ აქტივისტებთან: ხმა ვისაც მიეცით, ის პარტია აკაჩავეთ.
თუ იმედი გაგიცრუვდათ, მოათვალიერეთ სპექტრი, ამოარჩიეთ ახალი პარტია და იმას მიადექით კითხვებით.
სანამ ყველას თხოვთ, არავის თხოვთ - იოლად გაურბის ყველა პასუხისმგებლობას.
როცა "ყველა დამნაშავეა" დამნაშავე არავინაა.
ამისთვის, ცივილიზებულ სამყაროში არსებობს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ფენომენი.
ყველამ მოჰკითხეთ თქვენ პარტიას. როგორც ჩვენ გვკითხავენ, ჩვენები. ბოდიში, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, თქვენ რომ უტვინოებს უჯერებთ და იმედი გიცრუვდებათ.
ჩვენ, ფედერალისტები, ჩვენს ყველა სიტყვაზე და ნაბიჯზე პასუხს ვაგებთ.
სხვისი ნაბიჯები და სიტყვები, სხვამ იდარდოს - აი ვინც ამ სხვას დაუჯერა, იმან.
P.S. და კიდევ ერთი: მე შემიძლია იმის ლიდერი ვიყო, და იმასთან ავიღო პასუხისმგებლობა, ვინც მენდობა, და ვისთვისაც ავტორიტეტი ვარ.
ვინც არ მენდობა, ის მე ნურაფერს მომთხოვს, დავამცირებ.
ორმხრივი გზაა პატივისცემა.