„ამ ხელისუფლების პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ მინისტრი ან მინისტრი, ეს ადამიანები ვერ და არ მოაგვარებენ მოსახლეობის პრობლემებს, რადგან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ინტერების შესაბამისად მოქმედებენ.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე
„ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერ მინისტრი ან მინისტრები იმიტომ ,რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს,რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური პრობლემები პირველ რიგში, გაზრდილი ფასები ,არ არის ღირსეული სამუშაო ადგილები ,ემიგრაციაში წასულია ჩვენი ასი ათასობით თანამოქალაქე,რომელიც წასულია მხოლოდ იმიტომ,რომ უბრალოდ თავი ირჩინოს.ეს არის ის პრობლემები ,რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს ადამიანები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ იმიტომ ,რომ ისინი ემსახურებიან ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მის ინტერესში მოქმედებენ და შესაბამისად ეს პრობლემები ,პრობლემებად დარჩება და ვინ იქნება მინისტრი თუ პრემიერ მინისტრი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა ამას არ ექნება.“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის, თანამდებობა დატოვების შესახებ განცხადება მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის 29 იანვარს გააკეთა. თუმცა, არ დაუსახელებია ვინ ჩაიბარებდა მინისტრთა კაბინეტს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. და განაცხადა, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.