"გერმანიის ელჩი ფიშერი, სისტემატურად არღვევდა ვენის კონვენციას, ის მხარს უჭერდა რადიკალიზმს და რადიკალიზმს საქართველოში, მონაწილეობდა მოლოტოვოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების აქციებში, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, სადაც მოძალადეების გასამართლება ხდებოდა და ამით ცდილობდა სასამართლოზე ზეწოლა მოეხდინა. " - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დღეს უკვე ამ ინფორმაციის შესაბამისად არის საუბარი რადიკალებთან ერთად იმაზე, თუ როგორ აადუღონ ტემპერატურა ჩვენს ქვეყანაში, თუ როგორ უსარგებლოა ეს აქციები და მაგალითად თურმე ირანი მოჰყავთ, ასევე აქ საუბარია დაფინანსებაზე. ყველა გაფრთხილდეს რადიკალიზმის მომხრე, როგორც შიდა, ასევე გარე აქტორები, ვერავინ ვერ ეღირსება იმას, რომ საქართველოში ის უბედურება დატრიალდეს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ირანში ვხედავთ,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩი პიტერ ფიშერი ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს შეხვდა. მათ შორის გირჩის წევრ ლუკა მიშველაძეს.
როგორც ცნობილი ხდება, ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციები უშედეგოა და აუცილებელია ირანის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს. მან ასევე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებაზეც ისაუბრა.




