დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.  არსებული ინფორმაციით, მოზარდები ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც ავტომობილი გზაზე მოძრავ სკუტერს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, დამატებითი კვლევების მიზნით, პაციენტებს კატასტროფის ბრიგადა თბილისში გადაიყვანს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.