აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპის წინააღმდეგ იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც პონტიფიკოსმა ომი დაგმო.
ტრამპმა პაპს „ზედმეტად ლიბერალი“ უწოდა და განაცხადა:
„პაპი ლეონის დიდი ფანი არ ვარ“, ეს გზავნილი დონალდ ტრამპმა კვირას, მერილენდის შტატში, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააჟღერა. პრეზიდენტის გაღიზიანება პონტიფიკოსის მიერ ომის კრიტიკამ გამოიწვია.
ტრამპმა რომის პაპი „ზედმეტ ლიბერალიზმსა“ და „კრიმინალთან ბრძოლისადმი ურწმუნოებაში“ დაადანაშაულა. თუმცა, ყველაზე მწვავე ბრალდება ირანს ეხებოდა: პრეზიდენტის თქმით, პაპი “ეთამაშება” ქვეყანას, რომელსაც ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდება სურს.




