ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

 ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.

 CBS News-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა ვენესუელას ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ მას შემდეგ,  დაგეგმა რაც ადმინისტრაციამ შაბათს დილით გააძლიერა კამპანია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.

დარტყმები მოჰყვა აშშ-ის სამხედრო ძალების რამდენიმეთვიან გაძლიერებას რეგიონში, კარიბის ზღვის აუზში განლაგდა ავიამზიდი USS Gerald R. Ford და მრავალი სხვა სამხედრო გემი.


ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-მ ვენესუელას სანაპიროსთან ორი ნავთობტანკერი ჩამოართვა, სასიკვდილო დარტყმები განახორციელა 30-ზე მეტ ნავზე, რომლებიც, ადმინისტრაციის თქმით, ნარკოტიკებს გადაჰქონდათ და დაბომბა ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი „ნავმისადგომს, სადაც ნავებს ნარკოტიკებით ატვირთავენ“ უწოდებს.

ტრამპის ადმინისტრაციამ მადურო ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ ბანდებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რასაც მადურო უარყოფს. შობის წინა დღეს ბატონმა ტრამპმა უარი თქვა თავისი მიზნის დასახელებაზე, მაგრამ გააფრთხილა, რომ თუ მადურო „მკაცრად ითამაშებს, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, როდესაც მას ოდესმე შეეძლება მკაცრი თამაში“.

მადურომ   განაცხადა, რომ ის ღიაა აშშ-სთან ნარკოტიკებით ვაჭრობის, ნავთობისა და მიგრაციის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის, „სადაც მათ სურთ, როცა სურთ“.