არავინ მიწყინოს, მაგრამ ცოტა ღიმილის მომგვრელია ოპოზიციიურ ფლანგზე წარმოქმნილი “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ოცნება პარალელურად სასურველი ოპიზიციის სიას არჩევს და პარტიების აკრძალვა კი არა, ტროტუარზე დგომა აქვს აკრძალული.  არჩევნები რომ აუცილებელია, ამაზე ვინ ვისთან კამათობს ცოტა გაუგებარია, ამას ვინ უარყოფს მართლა ვერ გავიგე.  -  ამის შესახებ "დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. 

"ამ პირობებში, როდესაც ადამიანის ნებას მანიპულაციური ერთეული ანაცვლებს, ურთიერთობის ფორმა მხოლოდ ძალადობა და უწესობაა, არითმეტიკაც კი ისვენებს და მსოფლიოში არავინ ეძახის არჩვენებს, აი ამ ხდომილებას არჩევნები დავარქვათ და ამით გავამართლოთ ჩვენი პოლიტიკური არსებობა, ეს ხომ იმაზე უფრო დიდი ტყუილია, ვიდრე ოცნება გვთავაზობს. ტყუილით როგორ უნდა დავამარცხოთ რაიმე -  ჩვენი თავის გარდა?! ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი ნამდვილი არჩევნები.   

არჩევნები ბევრად უფრო  სასტიკ რეჟიმებში მიღწეულა, მათ შორის საქართველოშიც და  მიიღწევა იმ გზით, რომელზეც ვდგავართ - არაღიარების გაგრძელება,წინააღმდეგობის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლა. აქამდე, ამ სამმა, რეჟიმს არ მისცა საშუალება, დავემარცხებინეთ, ჩააგდო იზოლაციაში, აიძულა შიდა დაპირისპირება, შეუზღუდა რესურსები, დააშვებინა ბევრი შეცდომა. 
თუ ვინმეს გამძლეობა არ ყოფნის, ადამიანურად მესმის, პოლიტიკურად კი ვერ მივიღებ. უნგრეთის მაგალითი ოცნებაზე შეტევის ძალას უნდა გვმატებდეს და არა მორიგ საუკეთესო “სისხლისღვრას” ჩვენივე ფლანგზე.
რუსთავის ქალთა ციხე 18/04/2026 -0 წერს ელენე ხოშტარია "ფეისბუკში".