სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ  მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.

“როგორც ხედავთ, არსებობს არცთუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც, გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა,  უდიდეს  ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვს - ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი”. - განაცხადა  სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.