ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების ლოკალური გამოშვება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
მისი თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა სინდიკაციის გზით ლოკალურ ბაზარზე მოხდა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ეროვნულ ვალუტაში.
„ამ გზით გამოშვებამ შესაძლებლობა მოგვცა, მოგვეზიდა უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდი ინტერესი. „გალტ & თაგარტი“, როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ჩართული იყო ამ ტრანზაქციაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის წარმატებით დასრულებაში. ლოკალური ემისიის მიმართ უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების ასეთი ძლიერი ინტერესი, აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ მათი დაინტერესება პოტენციურად ვიხილოთ, ასევე კორპორატიული ემისიების მიმართულებით,” - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.




