საქართველოში გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში დაბრუნება სასიამოვნოა.
"სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება საქართველოში მრავალ კეთილ ადამიანსა და მეგობარს, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, – წერს პეტერ ფიშერი.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: პეტერ ფიშერი ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს საქართველოში თავდადებულ საქმიანობას
მანამდე კი, 19 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. -
2/2 ...it's nice to be back in #Tbilisi.
— Peter Fischer (@Diplo_Peter) November 8, 2025
Big gratitude and ❤️ to the many good people of 🇬🇪 and friends who welcomed me with appreciation & solidarity. pic.twitter.com/QCfhFTcHuN




