ინგლისის პრემიერლიგაზე და მის წარმომადგენლებზე საქართველოდან თუ ვინმეს შეიძლება ჭკუა მოეკითხებოდეს, პირველ რიგში გიო ქინქლაძეა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეფეს (გიოს ინგლისელებმა სწორედაც Kingqladze შეარქვეს) ქართველთაგან ყველაზე დიდი კვალი აქვს ინგლისში დატოვებული. კვალი, რომელიც დღემდე ძალიან კარგად ახსოვთ.
"ქინქლასთან" ერთად, რომელიც 11 წლის ვაჟის თანხლებით ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად და ხვიჩას მხარდასაჭერად გამოემგზავრა, ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ვიმგზავრე.
"არსენალი" ალბათ ყველაზე არაბრიტანული სტილის მიმდევარი გუნდია პრემიერლიგაში, გუნდი, რომელიც უფრო ევროპულ ფეხბურთს თამაშობს. სტილი, რომელიც არჩევას აქვს არჩეული და რომელიც თამაშის უმკაცრესი ორგანიზაციის კონცეფციაზეა დაფუძნებული, შეიძლება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია: "არსენალისთვის" გოლის გატანა, მით უმეტეს, ამ გუნდის დამარცხება ძალიან რთული საქმეა.
"მეთოფეებს" ძალიან კვალიფიციური და ინტელექტუალური დაცვის ხაზი აქვთ ურთიერთგადაზღვევის საიმედო სისტემით. არტეტას ძალიან ჭკვიანი მცველები ჰყავს, თუმცა ერთი ნაკლიც აქვთ: შედარებით ნელები არიან. სწორედ ეს შეიძლება გახდეს "პსჟ" - ს წარმატების მთავარი გასაღები: მგონია, რომ "არსენალის" დაცვის ხაზი სათანადო დონეზე ვერ შეძლებს ალეკო აუღოს ლიგის მოქმედი გამარჯვებულის უსწრაფეს შემტევებს და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას. სწორედ ამ ფაქტორმა შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს მატჩის საბოლოო შედეგზე და გამარჯვებულის გამოვლენაზე"- ფინალის ასეთ სცენარს პროგნოზირებს საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი, გიო ქინქლაძე.
მიხეილ აბაიშვილი ბუდაპეშტიდან




