პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილემ თინათინ ზუბაშვილმა და პროკურორმა გიორგი შიოშვილმა გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - ,,პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე პროკურორებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ და პროკურორის როლზე მართლმსაჯულების პროცესში.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.




