ლამის ერთი კვირაა, პრემიერ მინისტრი ღიად ადებს ხელს ოპონენტებს, რომ ისინი მმართველი პარტიის მიერ იყვნენ გადაბირებულნი. ამაზე სკანდალური რა უნდა იყოს?
მაგრამ არც ერთ მედიაში არ ყოფილა ამაზე დისკუსია, არ ყოფილა საჩივრები და რაც მთავარია არ დასმულა კითხვაც, კი თუ საიდან აღმოჩნდნენ (თუ აღმოჩნდნენ) ეს ხალხი იქ? - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
"არავის მოსვლია თავში აზრად ეთქვა ადამიანებისთვის ( ქოც ამომრჩრვლისთვის განსაკუთრებით), თუ როგორი დაცინვაა, საკუთარ ხალხს აშინებდე მოწინააღმდეგით, რომელიც შენს სიაში “ანიტებად” გყავს რეგისტრირებული და შენივე ბუღალტერიის სტანდარტებით კაპიკებს უხდი იმ სათაკილო საქმისთვის, რომელსაც პრინციპში ცუდად არ ასრულებს.
ხომ არის მნიშვნელოვანი ქოცმა ამომრჩეველმა ზუსტად გაიგოს თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ნაცებთან ბრძოლა?
მაშინ რატომ არ აკეთებს ამას ოპოზიციური მედია ან პოლიტიკოსები?
რიტორიკული კითხვაა, ცხადია.
თუ “ანიტები” არსებობენ ისინი ცოტანი არ იქნებიან.
როდის გეუბნებოდით!" - წერს იაგო ხვიჩია "ფეიბუკში".
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც