საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2026 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 281.1 მილიონი (გეგმის 111%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 119.3 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 39.0 მილიონი ლარი (გეგმის 108%).




