2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე იმართება აქცია. ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო, მათ შორის, რეპრესიები, რომლებიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე, ხალხი მაინც არ გატყდა, აგრძელებს პროტესტს. რუსთაველის გამზირზე ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბება. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
"დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაირკვევა, ცივილიზაციურად ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ვართ დასავლეთი, გაირკვევა, რომ დემოკრატიაში გვინდა ცხოვრება.
ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება, მათ შორის არ უერთდება 28 ნოემბრის აქციას. ასეთ ადამიანებთან რა ერთობაზე უნდა იყოს საუბარი, ეს წარმოუდგენელია. ის ძალები, რომლებიც რჩებიან წინააღმდეგობაში, გინდა თუ არა, ჩვენ გვაქვს ერთი მდგომარეობა, როცა ვართ წინააღმდეგობაში, ვაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, ასეთ დროს კოორდინაციას. ერთად დგომას ალტერნატივა არ აქვს, თორემ რაღაც ერთ ბრძოლაში გაწევრიანებას ისედაც აზრი არ აქვს, ვიდრე ქვეყანაში არ არის საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.




