სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.
„მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო. მადლობას გადავუხდი ექიმებს, ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობა ასევე მინისტრს, რომელიც ბოლომდეა ყველაფერში ჩართული. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




