საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერები საზოგადოებას წარუდგინა. 

ახმეტაში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და სიღნაღში, კანდიდატებად მოქმედი მერები არიან წარდგენილი, რაც შეეხება ყვარელს, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო, თელავში - ვაჟა მაღრაძე.

„დავიწყებ კახეთით, სადაც 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კანდიდატებად მოქმედ მერებს წარვადგენთ. ესენია: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური, გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი, დედოფლისწყაროში:  ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი, სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი.
ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე - ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.