გაერო-ში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკო 2026 წლის 23-25 ივნისს  თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც საჯარო მმართველობის განვითარების გზაზეა და ცდილობს, მოქალაქეებს რაც შეიძლება უკეთესი სერვისები შესთავაზოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში“, –  განაცხადა ჯანლუკა გრეკომ.

 2026 წლის 23-25 ივნისს  თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

თარგმანი იუსტიციის სამინისტრო