საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.
„რუსული რაკეტები დაუნდობლად ეცემა უკრაინას, რაც უფრო მეტ სიკვდილს და ნგრევას იწვევს.
კიდევ ერთხელ პუტინმა აჩვენა, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა - წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს.
“, – წერს კაია კალასი X-ზე.
გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: „ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელია, მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სანქციების გამკაცრება“.
Russian missiles keep relentlessly falling on Ukraine, bringing more death and more destruction.
— Kaja Kallas (@kajakallas) March 8, 2025
Once again, Putin shows he has no interest in peace.
We must step up our military support – otherwise, even more Ukrainian civilians will pay the highest price.