„ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან ცოფის და სხვა მძიმე ავადმყოფობის გამო დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები. ის ქმედებები და დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ – სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება – კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტიპის ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში. თუნდაც მიუსაფარი ცხოველების მიმართ არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
"ლილოში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც თავშესაფარი გაფართოვდება და ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, დამატებით 300 ძაღლისთვის ვოლიერები გაკეთდეს. გარდა ამისა, გლდანის რაიონში ხორციელდება ახალი თავშესაფრის პროექტი, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი. ეს ყველაფერი კეთდება, რათა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები დაიძლიოს და მოსახლეობას ჩვენი მხრიდან ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადგომა ამ საკითხში. კვლავ გავიმეორებ, რომ ის, რაც სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არასდროს გაკეთებულა, ეს მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯებია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.




