30 წელია ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ, ამასთან დაკავშირებით სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხშირად სპეკულირებენ საქართველოს მსგავსი ქვეყნებით, ამ პროცესში კი განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„30 წელია ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ. ამასთან დაკავშირებით, არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება. სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითიც, ეუბნებოდნენ დღეს ან ხვალ გაწევრიანდებოდნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიაცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ცდილობენ თავისი ინტერესები გაატარონ, რის ხარჯზეც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ. როგორც ეს მოხდა 2008 წელს, თუნდაც, რაც უკრაინაში მოხდა. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა: ნატოში ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება საქართველოში და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს




