უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ საკითხზე ამერიკულ მხარესთან კონსულტაციები გაიმართება.

"ამ დღეებში შვეიცარიაში, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრების შესახებ. უკრაინა ამ პროცესს თავისი ეროვნული ინტერესების მკაფიო გაგებით უახლოვდება.

ეს არის დიალოგის შემდეგი ეტაპი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს და რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მოწოდებულია შემდგომი ნაბიჯების შეთანხმებისკენ. ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის მზაობას მონაწილეობა მიიღოს და დიალოგში.

უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას - როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ითხოვს." - წერს  რუსტემ უმეროვი.

უმეროვი „ტელეგრამაში“ წერს, რომ კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება. თუმცა, ზუსტი თარიღი დასახლებული არ არის. კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება. თუმცა, ზუსტი თარიღი დასახლებული არ არის.

უკრაინული მედიის ცნობით, შვეიცარიაში უკრაინის დელეგაციის წევრები იქნებიან თავად უმეროვი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისილიცა.