თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. 

"ვულოცავ ჩვენს უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს!

დიდია ილია მეორის როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში, ქვეყნის განვითარებაში, ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში.

პატრიარქისადმი ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარული კიდევ ერთი დასტურია იმ ღვაწლის, რაც უწმიდესს მიუძღვის ერისა და ქვეყნის წინაშე. ვუსურვებთ ილია მეორეს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ!" - წერს კახა კალაძე "ფეისბუკში. 

ცნობისთვის, 4 იანვარი ილია მეორის დაბადების დღეა - საქართველოს პატრიარქს 92 წელი შეუსრულდა