საქართველოს ხელოვნების სასახლე -  კულტურის ისტორიის მუზეუმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის "ლევილი 1918" მესვეურებს, ბატონებს ლადო ბებიასა და თამაზ გუჯეჯიანს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერისათვის. 

დღეს, 22 აპრილს ხელოვნების სასახლემ "ლევილი 1918"-ისაგან შემოწირულობის სახით მიიღო ლონდონის ფეირვარპის და ბრომპტონის წმინდა სამების ტაძრის ვიტრაჟთა გაფორმების ორიგინალი ესკიზები.

აღნიშნულმა ახალგაზრდებმა ეს გამორჩეული ხელოვნების ნიმუშები უცხოეთში შეიძინეს და საქართველოში ჩამოიტანეს.

საბოლოოდ უნიკალური ესკიზები ხელოვნების სასახლის დასავლეთ ევროპული ხელოვნების ფონდის შემადგენელი ნაწილი გახდება!

გვსურს განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ასეთი მნიშვნელოვანი შემოწირულობის გამო. - ნათქვამია ხელოვნების სასახლის გავრცელებულ ინფორმაციაში.