შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სადრენაჟე და საირიგაციო სისტემების მოწესრიგების ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ნატანისგან იწმინდება. კოლექტორის გამტარუნარიანობის გაზრდა უხვი ნალექის დროს მიწების დატბორვის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაჭაობებისგან დაცული იქნება 200 ჰექტრამდე მიწის ფართობი. სადრენაჟე მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფელ ჭიაურსა და სოფელ ვარდისუბანში. მსგავსი ტიპის პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის და მორწყვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.




