ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაუხსნეს. დაჭრილს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ქალი თავდაპირველად ლაგოდეხის სამედიცინო ცენტრში, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის სამიზნე დაჭრილის შვილი იყო, თუმცა შემთხვევის დროს, ის სახლში არ იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




