ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. 

მათივე ცნობით, საკითხი ეხება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.

„ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.