დებატზე/დისკუსიაზე, თანაც იმ არხზე, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს, მომზადებული უნდა მიბრძანდეთ! ოთხმა ადამიანმა რაში დახარჯეთ დრო და რესურსი? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ერთი გაბუტული იჯდა, მეორემ ფოტოები დაარიგა და მერე დაიწყო სათქმელზე ფიქრი, მესამემ აქა-იქ რაღაც თქვა, მეოთხემ - ენა გვაქვს სხვადასხვაო.
ასეთი უსუსური ოპონირება საქმისთვისა და ქვეყნისთვისაა ცუდი!" - წერს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები“ განათლების რეფორმაზე დებატები მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, პარტიის „თავისუფლების მოედანი“-ს წარმომადგენელი სიმონ ჯანაშია, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის ყოფილი დირექტორი ლიკა ღლონტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გორდეზიანი მონაწილეობდა.




