კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება გარე დავალებებით, რომ გარე აქტორებს, ვინც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო მიეცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ქვეყანაში რაღაც პოლიტიკური დევნაა დაწყებული," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასა და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ სასამართლოზე მივიდეს, გირაო გადაიხადოს თუ ა.შ. თავად უნდა გადაწყვიტონ - იციან, ამ ყველაფერს რა ტიპის სანქციები შეიძლება მოჰყვეს და შემდეგ ნურავის გაუკვირდება. უბრალოდ, ამასაც კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება გარე დავალებებით, რომ გარე აქტორებს, ვინც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო მიეცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ქვეყანაში რაღაც პოლიტიკური დევნაა დაწყებული და ა.შ. თუმცა, როდესაც შინაარსში შევდივართ და კითხვებს ვუსვამთ, რატომღაც, პასუხს ვერავინ ვერ გვცემს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.