პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზეც მომიწია დასწრება. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა კონფესიის უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ ამ პროცესიას და ასევე ახალი პაპის ინტრონიზაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვატიკანში ვიზიტზე საუბრისას.

„ლეონ მე-14 -ის ინტრონიზაციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფალი ესწრებოდა. სასიხარულოა, რომ საქართველოც იყო ამ პროცესში ჩართული და ცერემონიის შემდეგ საშუალება გვქონდა მიგველოცა ახალი პაპისთვის არჩევა ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მოხერხდა პირადი შეხვედრა. დატოვა ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება, საუბარი ბოლოს ფეხბურთზე დავამთავრეთ იმდენად უშუალო იყო ჩვენი დიალოგი.

გზავნილი მქონდა ჩვენი უწმინდესისგან,მან მიულოცა და პირადად გადავეცი. გავუზიარე ურთიერთობები საქართველოს და წმინდა საყდარს შორის, ვესაუბრე 30 წლიანი პროცესზე და დავპატიჟე საქართველოში. მისი მხრიდან მთავარი აქცენტი იყო მოყვასის სიყვარულზე და ადამიანის ღირსების დაფასებაზე“, - განაცხად მიხეილ ყაველაშვილმა.

ფოტო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.