ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო "გირჩი -  მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მას სოლიდარობას უცხადებს.  

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არის გზა, რომელიც არსად მიდის. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“ – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებისა სახედ შეფარდებული გირაოს არ გადახდის გამო, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.