„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტის თქმით, "ევერტონთან“ მერსისაიდულ დერბიში ტრავმის მიღების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„მამარდაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეგონა, რომ ეს ღია ჭრილობა იყო, თუმცა მითხრეს, რომ ტრავმას ხანგრძლივი მკურნალობა არ დასჭირდება. ვნახოთ, გიორგი მომავალ კვირას სათამაშოდ მზად იქნება თუ არა“, – განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა.
შეგახსენებთ, ქართველი გოლკიპერი მეორე ტაიმში დაშავდა, როდესაც „ევერტონის“ თავდამსხმელმა, ბეტომ ანგარიში გაათანაბრა და მას მუხლზე შეეჯახა. რამდენიმეწუთიანი დახმარების შემდეგ მამარდაშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოედანი საკაცით დატოვა.




