„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი, საქართველოში გასამართი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საარჩევნო გარემოს და საზოგადოების განწყობებს მიმოიხილავს.
„მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია, რომელსაც ისინი მთლიანად „კოლექტიურ ნაციონალური მოძრაობად“ მოიხსენიებენ, საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს.“
„რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებულნი კონფლიქტით, რადგან მათ არ უნახავთ უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან."
„როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა, არჩევნები არის არჩევანი „ომსა და მშვიდობას“, „მონობასა და დამოუკიდებლობას“ და „მორალურ დეგრადაციასა და ქრისტიანულ ღირებულებებს შორის“.“ - წერს თორნტონი
წყარო "იმედინიუსი"