„ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები. მილანის ოლიმპიური თამაშებზე საკმაოდ შთამბეჭდავი იყო წარმომადგენლობითი მონაწილეობა. ძალიან ბევრი ლიდერი მონაწილეობდა ღონისძიებაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით არაერთ ლიდერს, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ასევე სხვა ლიდერებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს."  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა  მედიას   განუცხადა.

"ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები ჩვენი პარტნიორებისთვის სწორად იყოს მიწოდებული, სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ყოველთვის, როდესაც ასეთ ღონისძიებებში ხდება მონაწილეობის მიღება, არის საუკეთესო შესაძლებლობა აზრების გაცვლა-გამოცვლის“,  – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ზამთრის  ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ