„ზოგადად ევროპელი ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომლებიც მოცემულ მომენტში მათ ინტერესებში შედის და მათ დღის წესრიგს აწყობს. პუტინთან საუბარი და დიალოგი ახლა არის ის, რასაც აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი როგორმე დასრულებულიყო. – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. 

"იმასაც კარგად ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური  ნაბიჯებით მოახერხეს ამ პროცესებს მიღმა დარჩენა. ახლა ყველა ცდილობს, რომ როგორღაც იპოვოს ადგილი მაგიდასთან, რომელზედაც ევროპაში სამშვიდობო ნაბიჯები უნდა გადაწყდეს. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერების პასუხისმგებლობაცაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ეხება ევროპას, ამიტომ არ შეიძლება, ყურადღების მიღმა იყოს. თუმცა ევროპასთან მიმართებით პასუხისმგებლობა ლიდერებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება.