პრემიერ-მინისტრის ვატიკანში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ, როგორც ყველამ ვიცით, კათოლიკურ სამყაროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი – ახლად არჩეული პაპი. მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს ვატიკანთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"კათოლიკურ სამყაროს როდესაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლობა პოზიტიურად გაგრძელდეს და ვატიკანთან ურთიერთობებმა კარგი შედეგები მოიტანოს. პრემიერ-მინისტრისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, პაპისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონულ ვითარებაზე, იმაზე, როგორ ვხედავთ ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ვატიკანის როლის გათვალისწინებით, ზოგადად გლობალურად და მათი პოზიციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.