საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„ნამდვილად შოკის მომგვრელი ამბავია ავსტრალიიდან. ღრმად ვარ დამწუხრებული ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე