საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მაკა გურგენიძემ და მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ ცერცვაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ოზოდბეკ ნაზარბეკოვს უმასპინძლეს.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერის საკითხზე ისაუბრეს. დოკუმენტი ოფიციალურად რამდენიმე დღეში  გაფორმდება. ასევე, ხაზი გაესვა კინოს, თეატრის, მუსიკის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრის შემდეგ, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ ეწვია და ქართული ტრადიციული ცეკვის პროგრამა იხილა.