უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
"ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არახალია. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ყველანაირი, ყველანაირი უმსგავსობა იკადრეს, თუმცა, ჩვენ ვიცით რა სჭირდება იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე. ეს არა მხოლოდ დირექტივების შესრულებას ეხება, არამედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, სტრატეგიულ განვითარებას, რასაც ჩვენი ქვეყანა ემსახურება.
უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდავურ გზას ევროინტეგრაციამდე”, - განაცხადა ლაშხმა.




