საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.




