დაიმახსოვრეთ, რუბიო, რომელსაც თავზე აყრია ირანი, ვენესუელა, კუბა და ბევრი სხვა რამ, აქ არ ჩამოვა ჩვენს მაგივრად, ჩვენი საქმის გასაკეთებლად, ისედაც საკმარისად დაგვაცადეს. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს
"თუ ქართველ ხალხს მართლა სურს თავისუფლება, ის მას ბრძოლით მოიპოვებს. ხონჩით თავისუფლებას არავინ მოგვართმევს, როგორც უდიდესმა უკრაინელმა, ტარას შევჩენკომ (რომლის სახელობის უნივერსიტეტიც დავამთავრე კიევში) დაგვიბარა:
Борітеся – поборете! იბრძოლეთ და სძლევთ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".




